(VIDEO) “ეს კანონი არის ქართველების წინააღმდეგ” – კვიციანი ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვს

ოკუპაციის შესახებ კანონი უფრო ლიბერალური გახდება. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2013 წელს დარეგისტრირებულ კანონზე მსჯელობას იწყებს.

კომიტეტის წევრი, პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი ამბობს, რომ არსებული კანონი რუსეთმა მიხეილ სააკაშვილს მიაღებინა და ის გასაუქმებელია.

„რუსეთის ინტერესები კი არ გამოიკვეთება, ეს კანონი არის ქართველების წინააღმდეგ. ეს კანონი მიიღეს იმის გამო, რომ ქართველები, რომლებიც არიან რუსეთის მოქალაქეები არ შევიდნენ აფხაზეთში, არ იყიდონ მიწები და არ გააქართულონ იქაურობა. ამის საწინააღმდეგოდ მიაღებინეს რუსებმა სააკაშვილს ეს კანონი და ეს კანონი არის გასაუქმებელი,“ – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

 

https://www.youtube.com/watch?v=y6xFUYaKx8Y

banner
წინა სტატიაში9 პოლიტიკური პარტია არჩევნების გაყალბების საქმეზე სტრასბურგში აპირებს ჩივილს
შემდეგი სტატიაპარლამენტარები სამხედრო სავალდებულო გაწვევის შესახებ კანონის განხილვაზე უარს ამბობენ