ეს კანონი ახალგაზრდებს ლგბტ პროპაგანდისგან დაიცავს და უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოზე ის ზეწოლა ვერ განხორციელდება – მაჭარაშვილი

ლგბტ პროპაგანდა მსოფლიო გამოწვევაა, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის უნდა ვიზრუნოთ და პრევენციული ხასიათის ზომები მივიღოთ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„საკონსტიტუციო დონეზე ცვლილებების მიღება ვერ ხერხდება, მხარს არ უჭერენ, მაგრამ კანონს მივიღებთ. ეს კანონი ახალგაზრდებს ლგბტ პროპაგანდისგან დაიცავს და უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოზე ის ზეწოლა ვერ განხორციელდება, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებზე განხორციელდა და ერთსქესიანთა ქორწინება მიაღებინეს. ლგბტ ჩვენს ეროვნულ იდენტობას პირდაპირ ურტყამს და ამის გარეშე ჩვენი ერი ვერ იარსებებს, რასაც ვერავინ ეღირსება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიSky News: უკრაინამ სამხედრო თვითმფრინავებით რუსეთის ტერიტორიაზე პირველი იერიში მიიტანა
შემდეგი სტატიაბოკუჩავა: მზად ვართ ყველა ტიპის დათმობაზე, თუ ეს დათმობა გახდება გაერთიანების საფუძველი