საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ვიდეოკადრებს ეხმაურება, სადაც ასახულია აქციაზე მოქალაქის მიმართ გამოვლენილი არაკორექტული მოპყრობა. სააკაშვილი ღიად აკრიტიკებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის/ლიდერის ქცევას და მას საჯარო ბოდიშისკენ მოუწოდებს.
ექსპრეზიდენტის განცხადებით, მსგავს ქმედებებს არანაირი გამართლება არ აქვს, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც აქციაზე მხარდასაჭერად მივიდნენ.
„თენგიზის გამოსვლა აქციაზე მე მომეწონა, მაგრამ ეს კადრები არის სრული კატასტროფა! არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთ მოქცევას. იმედია თენგიზს ეყოფა გამბედაობა და ამ ძალიან კარგ ბატონს საჯაროდ მოუხდის ბოდიშს“, — წერს მიხეილ სააკაშვილი.















