27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

“ეს ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის”- ტაჯიკეთის პრემიერი კობახიძესთან შეხვედრაზე

ეს ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის. საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად გვეწვია ტაჯიკეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში, – ამის შესახებ ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა კოჰირ რასულზოდამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა. 

კოჰირ რასულზოდამ ტაჯიკეთის მხრიდან საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.

„ეს ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის. საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად გვეწვია ტაჯიკეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში.

ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ნდობას, პატივისცემასა და გულწრფელობას.  ტაჯიკი ხალხის გულში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ქართველებს ბუნების, მდიდარი კულტურისა და ტრადიციების გამო. ქართველი მეგობრების წვლილი ტაჯიკეთის მეცნიერების, ჯანდაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სფეროებში  განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩვენს ისტორიაში.

ჩვენს შეხვედრას კიდევ ერთ მნიშვნელოვან დატვირთვას სძენს დუშანბეს ცენტრში ერთ-ერთი მთავარი გამზირის სახელწოდება. ჩვენს ქვეყნებს ყოველთვის კარგად ესმოდათ ერთმანეთის და დღეს ჩვენი საერთო მიზანია სერიოზული მუხტი მივცეთ ორმხრივ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით”, – აღნიშნა კოჰირ რასულზოდამ.

რასოზულდას განცხადებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში“ვიწყებ კამპანიას: “გავაგებინოთ მაკას (ბოჭორიშვილს)!” – გრიგოლ გეგელია
შემდეგი სტატია“გამოიჩინეთ სიფრთხილე”- “112” მოქალაქეებს სმს-შეტყობინებებს უგზავნის