„ეს იქნება უმნიშვნელოვანესი“ – პრეზიდენტი 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია „იბერიას“ თოქ-შოუ „დიალოგი ლუბა ელიაშვილტან ერთად“ იმყოფება, სადაც პრეზიდენტა 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა:

„ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, ფინეთი და ევროკომისია, მართლაც ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩამოდის, ასევე 20-მდე ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაცია ჩამოდის სხვა მეგობარი ქვეყნებიდან, ეს მართლაც იქნება უმნიშვნელოვანესი, ამდენ ქვეყანაში ესე იგი საქართველოს თემა დეტალურად გაშუქდება, ამასთან ერთად ის ზეიმი, იმის ნათლეი აღიარება, რომ ჩვენ დამოუკიდებლობა როდესაც მოვიპოვეთ, ჩვენ დემოკრატიული არჩევანი გავაკეთეთ, ასეთ პრინციპებზეა აგებული და ეს იქნება ნათლად წარმოჩენილი.

ჩვენ 26-ში აღვნიშნავთ, მაგრამ მთელი მომავალი კვირა იქნება დატვირთული სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებით, შევეცდებით, რომ კიდევ უფრო ნათლად წარმოვაჩინოთ ჩვენი მიღწევები, უნარები. დიდი იმედი მაქვს რომ ეს კვირა საქართველოს მხარდაჭერის და მიღწევების აღიარების კვირად იქცევა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშილი.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის თქმით, რუსეთის ნაბიჯები ჩვენს მიმართ არის თავიდან ბოლომდე შეცდომა რუსული სახელმწიფოსთვის
შემდეგი სტატიასკანდალური აღიარება – რა ბრძანება გასცა შოთაძის უწყებამ და ვის უნდა დაბრალებოდა რაფალიანცის მკვლელობა