“ეს იქნება რეალური შესაძლებლობა, რომ კოალიციური მთავრობა ვიხილოთ”

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი „კონსერვატიული პარტიიდან“ ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს დაუჭერს.

როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რატომ ჩააგდო წინა შემთხვევაში მმართველმა გუნდმა პროექტი და რატომ მიიყენა პოლიტიკური ზიანი, თუ საბოლოო ჯამში, მაინც პროპორციული არჩევნების მიღებას აპირებდა.

„ჩვენ კონსერვატორები მხარს ვუჭერთ 120+30 ვარიანტს საარჩევნო სისტემაში. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ როცა ასეთი სქემა გადის საარჩევნოდ, ეს არის თითქმის პროპორციული არჩევნები. 4/5 არის პროპორციული წესით და მხოლოდ 1/5 რჩება მაჟორიტარული წესით. დღესაც არ ვიცი რატომ ჩავარდა წინა ცვლილება, რომელიც ასევე პროპორციული არჩევნების შესახებ იყო და რატომ უღირდა მმართველ პარტიას ასეთი პოლიტიკური ზარალის გადატანა, მათ შორისო უცხოელი კოლეგებისაგან, თუკი ბოლოს ისევ პროპორციულ არჩევნებამდე მივდიოდით. რაც გვინდა ვთქვა არის ის, რომ ამ არჩევნებში მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, სიახლეები“, – განაცხადა ძიძიგურმა.

რაც შეეხება მის გეგმებს, დეპუტატი აცხადებს, რომ „კონსერვატორები“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას. მისივე თქმით, ამ ცვლილებების შედეგად, ქვეყანაში პირველი, კოალიციური მთავრობის ფორმირება მოხდება.

„კონსერვატორები ცალკე ვაპირებთ მონაწილეობას არჩევნებში. მიგვაჩნია, რომ ის თემები, რომელიც ეხება ეროვნულ თემებს, კონსერვატიულ ღირებულებებს არის წამოსაწევი ამ ლიბერალური ფონის პირობებში. ვფიქრობ, რომ კონსერვატიული პარტიები ამ დროს უფრო მეტად აქტიურდებიან მთელ მსოფლიოში და უფრო მეტად მონაწილეობენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ ვაპირებთ მონაწილეობას და მიმაჩნია, რომ აუცილებლად მოხდება პოლიტიკური მინდვრის დივერსიფიკაცია. ახლა არ არის არც 2012 და არც 2016 რომ ორმა პარტია მ 98% აიღოს მთელი ხმების. ამიტომ ვფიქრობ, რომ პირველად იქნება საქართველოში ისეთი რეალური შესაძლებლობა, როდესაც ჩვენ კოალიციურ მთავრობას ვიხილავთ“, – განაცხადა ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაში“საკონსტიტუციო ცვლილებების სამივე მოსმენით მიღებამდე სიფრთხილე და მობილიზება გვჭირდება”
შემდეგი სტატიათუ არჩევნები სავალდებულო არ იქნება, ხმას არ მივცემ ცვლილებებს- კვიციანი