“ეს იქნება კიდევ ერთ დაცინვა ქალაქის” – ნარმანია მეორე ვადით

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

დავით ნარმანიას განცხადებას, რომ მან შესაძლოა თბილისის მერობაზე მეორე ვადითაც იყაროს კენჭი, საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ ეს იქნება ქალაქის კიდევ ერთი დაცინვა. ელისაშვილი გადაწყვეტილების უკან ბიძინა ივანიშვილს ხედავს:

„როგორც ჩანს ეს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება და ეს იქნება კიდევ ერთ დაცინვა ქალაქის. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ბოლომდე აბუჩად აიგდოს ქალაქი. ნარმანიას მერობა არის საცოდაობა. ნარმანია არის ამ ქალაქის ისტორიაში ყველაზე არაეფექტური და ყველაზე უმწეო მერი. ამ ქალაქს ჰყოლია ძალიან კორუმპირებული მერები, მავნებლები, მაგრამ ასეთი საწყალი და საცოდავი მერი ქალაქს არ ყოლია,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: რუსეთი რასაკვირველია, არ მიესალმება საერთაშორისო მშვიდობისთვის ნატო-ს აქტივობას
შემდეგი სტატიამასწავლებლები მშობლებთან და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის დამატებით კრედიტებს მიიღებენ