“ეს ინსტიტუტი არ იყო პრესტიჟული, ამიტომ კვალიფიკაცია სხვაგანაც ავიმაღლე”- ჯანეზაშვილის განმარტება დიპლომზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ მასაც იგივე ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, რაც მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს, განცხადება გააკეთა.

ჯანეზაშვილი ადასტურებს, რომ მან მართლაც დაამთავრა ნოდარ დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარული ინსტიტუტი და განმარტავს, რომ შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით კითხვები სხვა ნაწილში უფრო არსებობს. მისი თქმით, თადუმაძის შემთხვევაში პრობლემა იმაშია, რომ მას ინსტიტუტში ჩაბარების თარიღად ის წელი აქვს მითითებული, როდესაც ეს ინსტიტუტი დაფუძნებული არ იყო.

ჯანეზაშვილის თქმითვე, ეს ინსტიტუტი არ იყო პრესტიჟული სასწავლებელი, ამიტომაც კვალიფიკაცია სხვა სასწავლებლებშიც აიმაღლა.

banner
წინა სტატიაში“თუ კიდევ ვინმემ იყიდა დიპლომი, ამას თადუმაძის შემთხვევასთან კავშირი არ აქვს” – ოთო კახიძე
შემდეგი სტატიაბოკერია საქართველო-აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე: ამის დიდ სამამულო საქმედ გასაღება, ცინიზმია