,,ეს იყო ტყის ხანძრების ისტორიაში პირველი ხანძარი, რომლის ლიკვიდაციაც ასე სწრაფად მოხდა”

ეს იყო ტყის ხანძრების ისტორიაში პირველი ხანძარი, რომლის ლიკვიდაციაც ასე სწრაფად მოხდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ხაშურში, სოფელ ცედანის ტყეში ხანძრის სწრაფი ლიკვიდირება ორმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის ახალმა ტექნიკამ და უწყებების ეფექტურმა კოორდინაციამ.

„მეხანძრეებმა მართლა ძალიან მაგრად იმუშავეს და მადლობა მათ ამისთვის. მეორე ეს იყო ყველა სახელმწიფო უწყების ეფექტური კოორდინაცია. ძალიან აქტიურად იყო ჩართული შსს, თვითმმართველობის ტექნიკა და გუბერნატორის სამსახური და ასევე ძალიან დიდია მეტყევეების როლიც. ეს ორი ფაქტორი და ის შესყიდვები, რაც მთავრობამ განახორციელა ტყის ხანძრების მიმართულებით, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მოქალაქეებს ვუთხრათ – ბორჯომის მასშტაბის ხანძრების გამეორების რისკი არის პრაქტიკულად მინიმალური, რადგან ამ სამსახურების ეფექტურობა ტყის ხანძრებთან დაკავშირებით მაქსიმალურადაა გაზრდილი”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ხაშურში, სოფელ ცედანის ტყეში ხანძრის სწრაფი ლიკვიდირება ორმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის ახალმა ტექნიკამ და უწყებების ეფექტურმა კოორდინაციამ.
მეხანძრეებმა მართლა ძალიან მაგრად იმუშავეს და მადლობა მათ ამისთვის. მეორე ეს იყო ყველა სახელმწიფო უწყების ეფექტური კოორდინაცია. ძალიან აქტიურად იყო ჩართული შსს, თვითმმართველობის ტექნიკა და გუბერნატორის სამსახური და ასევე ძალიან დიდია მეტყევეების როლიც. ეს ორი ფაქტორი და ის შესყიდვები, რაც მთავრობამ განახორციელა ტყის ხანძრების მიმართულებით, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მოქალაქეებს ვუთხრათ – ბორჯომის მასშტაბის ხანძრების გამეორების რისკი არის პრაქტიკულად მინიმალური, რადგან ამ სამსახურების ეფექტურობა ტყის ხანძრებთან დაკავშირებით მაქსიმალურადაა გაზრდილი”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია სვანეთში მყოფ ტურისტებსა და დამსვენებლებს შეხვდა
შემდეგი სტატიათბილისში სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდი მიმდინარეობს.