ეს იყო თავისუფალი ადამიანების ამბოხი კონფორმიზმის წინააღმდეგ – ნინო გოგუაძე

„დიახ, ეს იყო ამბოხი, ოღონდ არა ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, არამედ ეს იყო თავისუფალი ადამიანების ამბოხი კონფორმიზმის წინააღმდეგ, მედროვეობის წინააღმდეგ, მონობის წინააღმდეგ,“ – ასე მიმართა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ნინო გოგუაძემ პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

ნინო გოგუაძე რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ აუცილებლად უნდა დატოვოს თანამდებობა.

„გახარია უნდა გადადგეს და ისი აუცილებლად გადადგება, რადგან რაც არ უნდა მოიგონონ, რაც არ უნდა შეთხზან, ვერ გაამართლებენ იმ სისასტიკეს, რომელიც 20 ივნისს ამ ხელისუფლებამ აქ, რუსთაველზე ჩაიდინა. ჩვენ არსად გვეჩქარება, ერთადერთი რაც მოგვეწონა, მათ თქვეს, რომ ეს იყო ამბოხი. დიახ, ეს იყო ამბოხი, ოღონდ არა ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, არამედ ეს იყო თავისუფალი ადამიანების ამბოხი კონფორმიზმის წინააღმდეგ, მედროვეობის წინაააღმდეგ, მონობის წინააღმდეგ,“ – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

banner
წინა სტატიაში9 აპრილს დაიბადა საქართველო, 20 ივნისს გაირკვა, რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა – ლევან ბერძენიშვილი
შემდეგი სტატია112-ის საფასურის ჩამოჭრა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა