“ეს იყო სრული ბოდვა” – ანი ნადარეიშვილის პირველი კომენტარი სუს-ის ბრიფინგზე

თავდაცვის ექს მინისტრის, დაკავებულიბაჩო ახალაიას ცოლის პირველი კომენტარი – ანი ნადარეიშვილი “პირველებთან” იხსენებს როგორ შევიდნენ სუს-ის გამომძიებლები მათ საცხოვრებელ სახლში და რა ვითარებაში მოხდა მათი დაკავება.

მისი თქმით, გაჩხრიკეს ყველაფერი, წაიღეს ტექნიკა და ახალაია და მისი ცოლი მოდულის შენობაში გადაიყვანეს.

ახალი დეტალი, რომელიც ინტერვიუდან ირკვევა, არის ის რომ თავდაცვის ექს-მინისტრი პოლონეტში, ემიგრაციაში აპირებდა წასვლას, თუმცა მას ქართველმა მესზღვერეებმა საზღვრის კვეთის საშუალება ყველანაირი ახსნა-განმარტების არ მისცეს.

ანი ნადარეიშვილის განცხადებით, ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება ოჯახის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღეს, რადგან 9 წლიანი სასჯელიდან გათავისუფლების შემდეგ, ბაჩო ახალაია საქართველოში სამსახურს ვერ იწყებდა.

“ბაჩო აპირებდა, უკან გაბრუნებას (რამდენიმე კვირის წინ) ისევ პოლონეთში.  ჩვენ იქ წასულები ვიყავით, როგორც ემიგრანტები – ბანკში გვაქვს ყველაფერი და ლუკმა-პურის საშოვნად ვიყავით, ძალიან დიდი დავალიანება გვაქვს. მოგეხსენებათ, ჩვენ აქ არავინ გვამუშავებს და სამსახურს ვერ ვიშოვით. ბაჩო საზღვარზე არ გაუშვეს. დაახლოებით სამი კვირის წინ, საზღვრიდან გამოაბრუნეს. მიზეზი არ განუმარტავთ. 

ბაჩოს თვითონაც ჰქონდა მოლოდინი რომ დააკავებდნენ. აბსოლუტურად ყველაფერი იცოდნენ – ჩვენი გადაადგილება და ის, ვინ მოდიოდა ჩვენთან. დიდი ხანია ლუპის ქვეშ ვართ. 

სრული აფსურდია ის, რაც გუშინ ბრიფინგზე მოისმინა საზოგადოებამ. ეს იყო სრული ბოდვა”- თქვა ანი ნადარეიშვილმა. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე  დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.

რა თქვეს სუსში?

მდინარაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში არსებული IP მისამართიდან გარკვეული პირი (ან პირები) სისტემატურად უკავშირდებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც გამოძიება 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებად მიიჩნევს. საუბარია მურთაზ ზოდელავასზე, ლაშა ბერიძეზე, ირაკლი ნადირაძეზე,  პაატა მანჯგალაძესა და პაატა ბურჭულაძეზე.

სუს-ში აცხადებენ, რომ კომუნიკაცია ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით უშუალოდ 4 ოქტომბერსაც ხორციელდებოდა.

რის შესახებ მიმდინარეობდა საუბარი ინტერნეტით კავშირის დროს? – სუს-ს ამაზე არაფერი უთქვამს.

banner
წინა სტატიაში“უარესთა შორის უარესები” – აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახურის სიაში საქართველოს ორი მოქალაქეც მოხვდა
შემდეგი სტატია“NATO-ს სურს, საქართველო სახიფათო თამაშებსა და თავგადასავლებში ჩაითრიოს” – მარია ზახაროვა