“ეს იყო საშინელი გადაწყვეტილება…ისეთ რამეს გაიგებენ, ჯერ რომ არ გაუგიათ” – ბუტა რობაქიძის მამა

“მურუსიძის სასამართლოს საშინელი გადაწყვეტილება” – ასეთია ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის პირველი კომენტარი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი გაამართლა.

“ეს იყო საშინელი გადაწყვეტილება, ეს იყო მურუსიძის სასამართლოს გადაწყვეტილება. ისეთ რამეს გაიგებენ, ჯერ რომ არ გაუგიათ, ამის პირობას გაძლევთ. ეს იყო სხვა გადაწყვეტილება, არ არის ის საქმე თქვენ, რომ გგონიათ, ეს არის ის საქმე, სადაც ჩემთვის მურუსიძის სასამართლო არსებობს,” – ამბობს სოსო რობაქიძე TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაში“ბებო, შენს ნაცვლად ვდგავარ აქციაზე” – მსვლელობას მათე დევიძის ბებია შეუერთდა
შემდეგი სტატიაუკრაინაში, კიდევ ერთი, ქართველი მებრძოლი დაიღუპა