”ეს იყო სამარცხვინო აქტი”- ”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” კორცხელში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

პაატა ბურჭულაძის – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის კორცხელში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული პარტია გმობს ძალადობრივ ქმედებებს და პროცესს რომელსაც ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიჰყავს. აღნიშნული ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის რეპუტაციას და მის განვითარებას. ხელისუფლება ვალდებულია სასწრაფოდ გამოიძიოს ინციდენტი და კანონის შესაბამისად დასაჯოს დამნაშავეები.

„ჩვენ ვგმობთ ძალადობას. ეს იყო სამარცხვინო აქტი, რომელიც ხელისუფლების ხელშეწყობის გარეშე ვერ მოხდებოდა და რომელსაც საქართველო მიჰყავს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, საფრთხეს უქმნის ქვეყნის რეპუტაციას და განვითარების პერსპექტივას. ჩვენი ვალია წინ აღვუდგეთ ძალადობას და დავაზღვიოთ საზოგადოება იმ უდიდესი საფრთხისგან რასაც ჰქვია სამოქალაქო დაპირისპირება. მთავრობა ვალდებულია სასწრაფოდ გამოიძიოს ინციდენტი და კანონის შესაბამისად დასაჯოს დამნაშავეები. ზუგდიდში ჯერ კიდევ ასვენია ოკუპანტის მიერ დახვრეტილი ადამიანის ცხედარი. მისგან რამდენიმე კილომეტრში ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ფიზიკურად უპირისპირდება ერთმანეთს. მმართველი ძალა კი არჩევნების მოგებას მუშტი-კრივით ცდილობს. საქართველო სახელმწიფოდ ვერ შედგება მანამ, სანამ არჩევნებზე გამარჯვებისთვის ძალადობის გამოყენების დანაშაულებრივი პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და ამ ხელისუფლების პირობებშიც აქტიურად გრძელდება, საბოლოოდ არ დასრულდება. პოლიტიკური ძალები კი სახელმწიფო ინტერესებისთვის და ოკუპაციის წინააღმდეგ უპირობოდ არ გაერთიანდებიან.“ – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილმა არჩევნებზე და გუშინ კორცხელში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი არ გააკეთა
შემდეგი სტატიაკორცხელში ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტებზე ქარტია სამართალდამცავებისგან რეაგირებას ითხოვს