ეს იყო რეპეტიცია – 2020-ში ძალიან მძიმე არჩევნები გველოდება – სალაძე

ეს არჩევნები იყო ერთგვარი რეპეტიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ალბათ, 2020-ში ძალიან მძიმე არჩევნები გველოდება – განაცხადა შუალდეური არჩევნების შეფასებისას “საია”-ს ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ:

განსაკუთრებით დასამახსოვრებელია, მათ შორის, პოლიტიკურ ძალებს შორის ერთგვარი შეხლა-შემოხლა, რაც თავისთავად ძალიან ცუდი ფაქტია. შემაშფოთებელი იყო ჩვენთვის presa.ge-ის წარმომადგენლის დაკავება, კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების მობილიზება. ეს არის წლებია უკვე მნიშვნელოვანი პრობლემა. ეს არჩევნები იყო ერთგვარი რეპეტიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ალბათ, 2020-ში ძალიან მძიმე არჩევნები გველოდება. აუცილებელია, რომ ამის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები და საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება მოხდეს” ამბობს სალაძე

banner
წინა სტატიაში74 % ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს – NDI
შემდეგი სტატიაუვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, 90 %-ს ევროპაში არ უმოგზაურია – NDI