22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

“ეს იყო პოლიტიკური განცხადებები და არა მოწმის ჩვენებები”- ბადრი ჯაფარიძე სასამართლო პროცესის შესახებ

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ჯაფარიძის შეფასებით, ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე დაკითხული მოწმეები ფაქტობრივი გარემოებების ნაცვლად, მხოლოდ პირად პოლიტიკურ შეხედულებებს ახმოვანებენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მოწმეებმა საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები ვერ წარმოადგინეს და მათი განცხადებები მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებებსა და პირად შეხედულებებს ეფუძნებოდა. ჯაფარიძე ასევე ფიქრობს, რომ პროკურატურაში მიმართვა მათი საკუთარი ინიციატივა არ ყოფილა და ისინი ამისთვის წაახალისეს.

“კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, რომელიც წინააღმდეგია საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების, რომელსაც სურს, ამოიღოს კონსტიტუციიდან 78 მუხლი, ამ პარტიის წარმომადგენლების პოლიტიკური განცხადებები მოვისმინეთ. ცხადია, რომ ამას ვერანაირი მოწმის ჩვენება ვერ დაერქმევა, მათ თქვეს, რომ ტელევიზიით ნახეს ჩვენი განცხადებები, მათ ეს არ მოეწონათ და შესაბამისად, შეიტანეს განცხადება პრკურატურაში, რომ მათ მიიჩნიეს, რომ განცხადებები თუ ქმედებები არ იყო მათ შეხედულებებთან შესაბამისობაში. ვერანაირი მოწმის ჩვენება ამას ვერ დაერქმევა, ეს იყო პოლიტიკური განცხადებები. ცხადია, რომ ამ ადამიანებს თავში არ მოსვლიათ განცხადებების სეტანა პროკურატურაში, წაახალისეს ისინი, რომ განცხადებები შეეტანათ და გახვიეს ამ გაუგებრობაში”, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

banner
წინა სტატიაშიგაფრთხილება მოსახლეობას: 14-15 ივლისს საქართველოს რეგიონებში სტიქიური მოვლენებია მოსალოდნელი
შემდეგი სტატიაირაკლი კუპრაძე – ნანა კაკაბაძე მივიდა “საბოტაჟის საქმეზე” მოწმედ და პოლიტიკოსებთან ერთად ჩვენება მისცა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ, არ ვხუმრობ