„ეს იყო მნიშვნელოვანი შოკი“ – თურნავა ტურიზმის სექტორში გაჩენილ პრობლემაზე საუბრობს

რუსული ტურისტული ემბარგო და არსებული გამოწვევები – მეორე დღეა, ეკონომიკის მინისტრი ტურისტული ბიზნესისა და სასტუმროების მფლობელებთან შეხვედრებს მართავს. ნათია თურნავა ტურიზმის სექტორში გაჩენილ პრობლემებს მნიშვნელოვან შოკად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ზარალის შესარბილებლად ყველაფერს გააკეთებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროში ბაზრის გაფართოებასთან ერთად უკვე არსებული ბაზრის შენარჩუნებაც მოხერხდეს.

„საქართველოს ხელისუფლება და ეკონომიკის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გვერდში ამოვუდგეთ დაზარალებულ მცირე ბიზნესს, დაზარალებულ სექტორს. სექტორი ნამდვილად არის გამოწვევის წინაშე, მე არ ვეცდები, რომ შევალამაზო ვითარება იმიტომ, რომ ტურისტული სეზონი დაწყებულია და ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი შოკი, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შესაძლო, ასე ვთქვათ, ზარალი შევარბილოთ და ზუსტად ვუპასუხოთ ბიზნესის მოთხოვნას. ტურისტული ბაზრების გაფართოებასთან ერთად გვიყენებენ მოთხოვნას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ შორის, რუსი ტურისტები და ტრადიციული ბაზრები შევინარჩუნოთ,“ – განაცხადა თურნავამ.

banner
წინა სტატიაში20 ივნისის სისხლიანი დარბევა – საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს
შემდეგი სტატია“ქართველი უნდა ჰგავდეს ქართველს” – გუდაურში ადგილობრივებმა ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს