ეს იყო ირონიული განცხადება – კობახიძე “ხარებას” მუქარაზე

საქართველოს პრემირმინისტრი, ირაკლი კობახიძე გდდ-ის დირექტორ ხარაზიშვილის ნათქვამს, რომ სია აქვთ იმ მოქალაქეების, რომლებსაც ფიზიკურად უნდა გაუსწორდნენ, ირონიას უწოდებს.

მისი მტკიცებით, ეს არაფრის აღიარება არ ყოფილა და ამ “ირონიას” იმსახურებდა ის ადამიანი, რომელსაც “ხარება” მიმართავდა.

“მე არამგონია, რომ ეს იყო რაიმეს აღიარება. ეს იყო ირონიული განცხადება და ამ ირონიას იმსახურებდა ის ადამიან, რომელსაც მიმართავდა ხარაზიშვილი და რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება აღქმული, როგორც რაიმე ტიპის აღიარება. არ ვიცი, ამაზე მე კომენტარს ვერ გაკეთებ. ფაქტია, რომ ეს იყო ირონიული განცხადება, რომელიც იყო მიმართული ისეთი ადამიანისკენ, რომელიც ირონიას იმსახურებს.

რაც შეეხება ინციდენტებს, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო არც მისაღები არც მოსაწონი და იყო შემაშფოთებელი და შესაბამისად ვერანაირად ვერ მოვიწონებ ასეთი ტიპის ინციდენტებს, რომლებიც იყო მაგრამ იმასაც შეგახსენებთ, რომ მთლიანობაში მთელი ამ აქციების განმავლობაში შსს მოქმედებდა ევროპულზე და ამერიკულ ზე მაღალი სტანდარტით”, – ამბობს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო უცხოური აგენტების რეესტრის შექმნა, რომელშიც შესაბამისი პარტიები იყრიან თავს
შემდეგი სტატიაბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გაიხსნა