ეს იყო ინსპირირებულის სწორედ სუს-იდან და იყო შიდა დაპირისპირება სუს-სა და პოლიციას შორის

„ეს იყო ინსპირირებულის სწორედ სუს-იდან და იყო შიდა დაპირისპირება სუს-სა და პოლიციას შორის. ეს დადასტურდა უკვე,“ – ასე აფასებს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, ბათუმში მიმდინარე მოვლენებს.

მან აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო ხელისუფლების რეაგირება, რაც თავდაპირველად არ მოხდა. ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ენმ-საც მოუწოდა ხალხის დამშვიდებისკენ. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ხელისუფლება არის.

„ხელისუფლება იყო სრულიად უუნარო მთელი ამ კრიზის მანძილზე. 6 საათზე მეტი დასჭირდა შს მინისტრს, რომ განცხადება გაეკეთებინა,“ – განაცხადა ხათუნა სამიძემ.

ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ხელისუფლება „უცოდინრობის“ ეტაპზე გადავიდა. ის ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს, რადგან მან ბათუმში მიმდინარე პროცესები „ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება იყო ვიღაცის ინტერესებში“. მან თქვა, რომ გამოძიება აუცილებლია.

„ეს იყო გაკვეთილი ხელისუფლებისთვის, რომ ძველი მეთოდებით, საბჭოთა მეთოდებით, ამ ნარატივით, რაც მოვისმინეთ “თათრები”, “აჭარა აჭარლებს” და ა.შ., არ შეიძლება ამის გამოყენება შიდა დაპირისპირების დასარეგულირებლად. მათ ეს სცადეს, ეს იყო სცენარი, მაგრამ გაექცათ ხელიდან მართვა ამ პროცესის,“ – აცხადებს ხათუნა სამნიძე.

banner
წინა სტატიაშიგაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი დააკავეს
შემდეგი სტატიაქუთაისში კორპუსიდან გადმოვარდნილ აგურს 12 წლის გოგონა ემსხვერპლა