ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა

პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში, ბიზნესში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მამუკა ხაზარაძის პარლამენტში გამოსვლის კომენტირებისას განუცხადა.

როგოროც გახარიამ აღნიშნა, ხაზარაძის საპარლამენტო კომიტეტზე გამოსვლა იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების.

„ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა. სხვა ყველაფერი არის ტყუილი. მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ყველას პირში ვეუბნები. მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში, ბიზნესში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. შანტაჟის ენით საუბარი საერთოდ საჯარო პოლიტიკიდან უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟის ენით საუბრისა, ყველას მოუწევს, პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე“, – განაცხადა გახარიამ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი. ამავე საკითხზე დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვის პასუხად ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან იყო.

banner
წინა სტატიაშიევროპული საქართელოს ერთ-ერთი ლიდერი „თიბისი“ ბანკთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენას სოციალური ქსელით ეხმაურება
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე – ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით წინა პრემიერის დროს კაბალურ ხელშეკრულებაზე მოგვაწერინეს ხელი, რომ არ მოგვეწერა, ახლა აქ არ ვიქნებოდით