,,ეს იყო დაფიცება და არა წყევლა… პროკურატურამ თუ თვითონ გააკეთა ეს ყველაფერი არ ვიცი“ – ადვოკატი

„ციანიდის საქმის“ პროკურორის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავებულმა დეკანოზმა ჩვენების მიცემის მაგივრად გამომძიებლები დაწყევლა, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი გამოეხმაურა. მიხეილ რამიშვილი უარყოფს იმ ფაქტს, რომ დეკანოზმა პროკურორები დაწყევლა, მისი თქმით ეს იყო დაფიცება, რომ თუ ის ცოდვილია მაშინ ღმერთმა ის დასაჯოს და თუ ეს ყველაფერი სხვამ შეგნებულად გაუკეთა, მაშინ სწორედ ის სხვა გახდეს ღმერთის სასჯელის სამიზნე.
„მან განაცხადა, რომ თუ მან აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა, მის გვარზე და მომავალ თაობაზე ყოფილიყო ტანჯვა, ხოლო თუ არ გაუკეთებია და სხვამ გაუკეთა მაშინ ეს ყველაფერი ამ სხვის ოჯახზე ყოფილიყოს. ეს დაფიცება იყო და არა წყევლა. მან თავისი თავის წინაშე დააყენა ეს პირობა. არ ვიცი პროკურატურამ რატომ ჩათვალა ასე, თუ თვლიან რომ თვითონ შეუშალეს ხელი და თვთონ გააკეთეს ეს ყველაფერი, არ ვიცი. მამა გიორგი მამალაძემ წმინდა სამებას მიმართა, რომ თუ ის ცოდვილია დაისაჯოს ისიც და მისი შთამომავლობაც“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა გადაცემა “პრიორიტეტში”.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე ე.წ. ფარული მოსმენების კანონზე: ვაპირებთ, კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ვიმოქმედოთ
შემდეგი სტატიადაკავებული დეკანოზის დედა – მეუფესთან აღსარების დონეზე მქონდა საუბარი