”ეს იყო ცივსისხლიანი მკვლელობა”- იან კელი ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ცივსისხლიანს უწოდებს. იან კელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ინციდენტებისა და პრევენციის მექანიზმების ჩართვა მაქსიმალურად მოხდეს აღნიშნულ პროცესებში.

“ეს არის ცივსისხლიანი მკვლელობა. ამ სიტუაციაში დიალოგს აქვს დიდი მნიშვნელობა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ინციდენტებისა და პრევენციის მექანიზმების ჩართვა მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა იან კელიმ.

შეგახსენებთ, რომ, სუს-ის ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია.

 

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ყველამ ერთად უნდა ვიღონოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ასეთი ფაქტები ქვეყანაში არ განმეორდეს
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმიანება