„ეს იყო ცივილიზებული, პროგრესული მსოფლიოს გამარჯვება ბოროტებაზე” – შავგულიძემ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლის აღსანიშნავად მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან ”ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები”, შალვა შავგულიძე ვაკის პარკში იმყოფებოდა.

მისი თქმით, საქართველომ დიდი წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვებაში. შავგულიძემ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

„ეს იყო ცივილიზებული, პროგრესული მსოფლიოს გამარჯვება ბოროტებაზე, ვინაიდან ფაშიზმი ბოროტებაა და საქართველომ თავის ღირსეული წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში. ჩვენი ქვეყნის მრავალმა შვილმა თავი დასდო ამ ომში და ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას,“- განაცხადა შალვა შავგულიძე.

მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო. მას 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ომმა უდიდესი ზარალი მიაყენა საქართველოს. მარტო ჩვენი ქვეყნიდან სამხედრო სამსახურში გაიწვიეს 700 ათასზე მეტი ადამიანი, აქედან 300 ათასი დაიღუპა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა.

banner
წინა სტატიაშიარ იქნა ყველაფერი გაკეთებული იმისათვის, რომ ვეტერანები ღირსეულად შეხვედროდნენ სიბერეს – ნინო ბურჯანაძე
შემდეგი სტატიაზურაბიშვილს ვაკის პარკში მოქალაქეთა ნაწილი შეძახილებით: “მოღალატე” შეხვდა