,,ეს იყო ჩვენი თანამოქალაქეების, სამხედროების, ჟურნალისტების, ფოტორეპორტიორების გმირობის დღეები და ჩვენი ვალია, ეს ყველაფერი გავიხსენოთ”

ჩვენ გამოვიარეთ ძალიან ტრაგიკული დღეები, ეს იყო ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი სამხედროების, ჩვენი ჟურნალისტების, ფოტორეპორტიორების გმირობის დღეები და ჩვენი ვალია, რომ ეს ყველაფერი გავიხსენოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ეზოში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოების გამოფენა გაიხსნა.

კობახიძემ დეპუტატებთან და ფოტორეპორტიორებთან ერთად გამოფენა დაათვალიერა.

“დღეს საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს ძალიან საინტერესო გამოფენას, რომელიც ასახავს იმ დღეებს, რომლებიც ჩვენ, ყველამ ერთად გავიარეთ 9 წლის წინ. ეს იყო ძალიან ტრაგიკული დღეები და იმავდროულად ეს იყო დღეები, როცა ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოავლინეს გმირობა სამშობლოსთვის. ამ დღეების როგორც ტრაგედია, ისე გმირობა არის ასახული ფოტოებზე, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი”, – განაცხადა კობახიძემ და ფოტოგრაფებს ამ დღეების ისტორიისთვის შემონახვისთვის მადლობა გადაუხადა.

“ეს არის ფასდაუდებელი ღვაწლი, რომელიც ამ ფოტოგრაფებს აქვთ ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენ გამოვიარეთ ძალიან ტრაგიკული დღეები, ეს იყო ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი სამხედროების, ჩვენი ჟურნალისტების, ფოტორეპორტიორების გმირობის დღეები და ჩვენი ვალია, რომ ეს ყველაფერი გავიხსენოთ. უნდა გვახსოვდეს ის გმირობა, რომელიც ჩაიდინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ვდგავართ იმ გმირების საფლავებთან, რომლებმაც ქვეყნის წინაშე ვალი თავისი სისხლით გადაიხადეს
შემდეგი სტატიადავით ქაცარავას ინფორმაციით, ცოცხალი ჯაჭვის საპასუხოდ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო ბაზიდან გამოიყვანეს მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა