ეს იყო აშკარად პრემიერის სისუსტე – სერგო რატიანი კვირიკაშვილი-მელიას დაპირისპირებაზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს მეტ თავშეკავებას ურჩევენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. პარტიის ლიდერების განცხადებით, გუშინდელი ინციდენტის შემდეგ პრემიერ-მინისტრის სისუსტე გამოჩნდა.

სერგო რატიანის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყანაში კრიზისია და მთავრობა აცნობიერებს რომ ეს მათი ბრალია.

„პრემიერს ნამდვილად მართებს მეტი თავშეკავება. ყველა პოლიტიკოსს ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავს შემთხვევაში ჩანს არა ძალა, არამედ სისუსტე და ეს იყო აშკარად პრემიერის სისუსტე. მე გუშინ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ ისტერიული ფონი არის. მათ ესმით, რომ ქვეყანა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და ეს მათი ბრალია,“-განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიმინისტრთა კაბინეტი პარლამენტისგან ნდობის მისაღებად ემზადება
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე : იერუსალიმის საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციები მიმდინარეობს