“ეს იყო ანგარიშსწორება, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ საქმეს, სადაც ფარცხალაძის სახელი და გვარი ფიგურირებს”

აუდიტის სამსახურის დაკვნა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და რომელიც თბილისის მერიის 2015-2016 წლების საქმიანობის პერიოდს უაკვშირდება ის დასკვნაა, რომელიც ოთარ ფარცხალაძის და მაშინდელი გენერალური აუდოტორის ლაშა თორდიას დაპირისპირებას უკავშირდება. თორდიამ ეს ინფორმაცია თავად დაადასტურა. მისი თქმით დღეს დადასტურდა, რომ მასზე თავდასხმა ფარცხალაძის მხრიდან, იმ შემოწმებას უკავშირდებოდა, რომელიც აუდიტის სამსახურმა მერიაში ჩაატარა. ლაშა თორდია ამბობს, რომ შუალედური შემოწმების მასალები აუდიტმა პროკურატურაში უკვე გადაგზავნა და საბოლოო დასკვნაც სწორედ საგამოძიებო უწყებაში უნდა გადაიგზავნოს. კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება ასეთ შემთხვევაში, თორდია ამბობს, რომ პირველ რიგში, ქალაქ თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვასა და განკარგვას შეეხება, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხი მოხვდა. ანგარიშს მიხედვით, კონკრეტულ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „ბი ეს არ – სი დი ჯი დეველოპმენტმა“ მიიღო. აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ მერიამ ამით შემოსავალი დაკარგა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს შორის დაპირისპირება გასული წლის მასიში მოხდა. თორდიას განცხადებით, კაფე “ელ ცენტროში” მას ფარცხალაძე თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მიღებული დაზიანებებით თორდია საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“ელ ცენტროში” მომხდართან დაკავშირებით გაკეთებულ პირველივე კომენტარში ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ ფარცხალაძის თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშრდებოდა, რომელიც რომელიც ფარცხალაძისთვის მერიის მიერ მიწის გადაცემას სწავლობდა.
“ეს იყო ანგარიშსწორება, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ საქმეს, სადაც ფარცხალაძის სახელი და გვარი ფიგურირებს… შეხვედრის დროს ფარცხალაძემ ძალიან აგრესიული ტონით მომმართა, რომ რატომ ვაგროვებდი მასზე კომპრომატებს და როგორ ვაპირებდი ცხოვრების გაგრძელებას ვადის გასვლის შემდეგ. რაზეც მე ვუპასუხე, რომ ამ შინაარსით და ამ ტონით მას ჩემთან საუბრის არც უფლება და არც საშუალება არ ჰქონდა და ესაუბრა ისეთ ადამაინთან, ვისთანაც ეს მას შეეძლო. რაზედაც მისმა თანმხლებმა პირმა ძალიან დიდი აგრესიით მიპასუხა, რომ წესიერად მელაპარაკა მის უფროსთან. მე ვუთხარი, შენ ვინღა ხარ-მეთქი. ამას მოჰყვა შემდგომ უკვე დარტყმა თავის არეში გვერდიდან. ბევრი იყვენენ, დაახლოებით 5 ადამიანი იყო. ამ ხუთმა ადამიანმა დარტყმის შემდგომ დაიწყო უკვე თავდასხმა. ოთარ ფარცხალაძეც ჩხუბობდა პირადად ამ პროცესში… მიწა აქვს ჩანაცვლებული, რაზეც რანდენიმეჯერ მერიას უარი აქვს ნათქვამი, თუმცა ოთარ ფარცხალაძეს ჩაუნაცვლეს. ფასებიც ძალაინ საინტერესოა. შემდგომ კიდევ როგორ იყიდა სხვა მიწის ნაკვეთიც მიმდებარედ და ასე შემდეგ,”- აცხადებდა თორდია.

წყარო: ,,პირველი რადიო”

banner
წინა სტატიაშიამ წუთებში თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში დამატებითი ექსპერტიზა ტარდება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – იმის თქმა, რომ სარეკლამო ბაზარი არის კლებადი, ტყუილია