8.8 C
Tbilisi
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
banner

“ეს ღირსების საკითხია” – ონისე ცხადაძის პასუხი მიხეილ ყაველაშვილს

სინდისის პატიმარი, ონისე ცხადაძე მიხეილ ყაველაშვილს პასუხობს და ამბობს, რომ არ აპირებს მას შეწყალების თხოვნით მიმართოს:

„არ ვაპირებ, პირველ რიგში იმიტომ, რომ არის ღირსების საკითხი. არ ვაპირებ, მივწერო ადამიანს, რომელიც გუშინ ღირსებით ორდენით აჯილდოებდა ადამიანებს, რომლებმაც ხალხი სცემეს ქუჩაში და მეორე დღეს სპორტსმენებს აჯილდოებს” – აღნიშნა პროცესის დაწყრბამდე ცხადაძემ.

საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული 11 პირის -ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიTI: სენაკის მერმა თავისი მეგობრის და ბიზნესპარტნიორის მამას 7 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვა მისცა
შემდეგი სტატიასაერთაშორისო AI ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები თიბისის მხარდაჭერით გაემგზავრება