ეს განცხადება ევროპული განათლების სისტემიდან გვთიშავს – სალომე ზურაბიშვილი კობახიძეზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიგარქის პრემიერის  ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება:

“გუშინდელი კობახიძეს განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება! ამ ჯერზე არა მხოლოდ ევროპული პოლიტიკური მომავლისგან, არამედ ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს!!!!!

3+1-ს უმაღლეს სასწავლო სისტემის ციკლზე გადასვლა (ბოლონიის პროცესის 3+2+3 ს სანაცვლოდ), ამას ნიშნავს!

საქართველო ბოლონიის პროცესიდან გამოდის (რომელშიც გაწევრიანებამ ოცი წლის წინ განაპირობა ქართველი სტუდენტების უმაღლეს ევროპულ სასწავლებლებში მიღება და მათი წარმატება), ეკვივალენტების დაკარგვას, ევროპული უმაღლესი სასწავლო სივრციდან (EHEA) გამოსვლას…

აბა თქვენ იცით! გორელი პედაგოგები აგზავნეთ რუსეთში და თქვენი შვილები კი უძვირეს თბილისის ევროპულ სკოლებში და შემდეგ კერძო ამერიკულ თუ ევროპულ უნივერსიტეტებში!” -წერს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა და რუსეთი ჯერ არ არიან მზად სამშვიდობო შეთანხმების დასადებად – ვენსი
შემდეგი სტატიაEPP ევროპის საბჭოს და ევროკავშირის სახელმწიფოებს საქართველოში პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს