პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სოლიდარობას უცხადებს ალეკო ელისშვილს, რომელსაც 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს განაჩენების სიმკაცრე, მისჯილი წლების სიმრავლე, პირველ რიგში, მიუთითებს რეჟიმის შიშზე, რეჟიმის სიმწვავეზე და რეჟიმის სიმხდალეზე. ამიტომ, ეს განაჩენები არ არის ჩვენი თავისუფლების აღკვეთა, ეს არის „ქართული ოცნების“ დასასრულის მაჩვენებელი. ეს ალეკომაც იცის და ჩვენც, ვინც კიდევ ველოდებით ახალ განაჩენებს. თუმცა, ხალხის გატეხვა შეუძლებელია, ამ კედელს უკვე არაერთხელ შეეჯახა ბიძინა ივანიშვილი.
ბოლომდე!“ – წერს ელენე ხოშტარია.

















