ეს გახვეტილი კრიმინალი ავტორიტეტები, როგორც ჩანს, დღეს, რეალურად, იბრუნებენ “სამშობლოს”- მინდიაშვილი

ხორავას ქუჩის ტრაგედია იყო ყველაზე ხმამაღალი სიგნალი, რომელიც გვაფრთხილებდა სწორედ სისტემური უბედურების შესახებ, იმის შესახებ, რომ სკოლა, ქუჩა, ურთიერთობები, განსაკუთრებით, ახალგაზრდული ურთიერთობები, ისევ “შავ”, კრიმინალურ ქუჩურ ჯოჯოხეთში ეფლობა.

თბილისში უკვე ყველა ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით ამას – სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სიმძაფრითა და მასშტაბით. დაბრუნდა კაიბიჭური მორალი, საქმეში შავების ჩარევა, დაკრიშვა, ქურდთან ასვლა, გარჩევები, შეწერვები, მიჩმორებები, კოდლა კოდლაზე თვავპირისმტვრევები, დანების ტრიალი.

ხელისუფლება არათუ ვერ უმკლავდება ამ ტალღას, არამედ, როგორც არჩევნებმა დაადასტურა, მიზანმიმართულად ხელს აფარებს ქუჩის კაიბიჭობას, ხულიგნობას. ჩვენი, ქართული ჩერნობილი იყო ტოტალური კრიმინალი, შავი სამყაროს უპირობო ავტორიტეტი, ქუჩური გაგება, რომლითაც ინფიცირდებოდნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც კი. ამ “გაგებამ” დაალპო და გაანადგურა რამდენიმე თაობა. ამის გამოვლინებაა ისიც, რითიც წლებია ევროპის ქალაქებში გვასახელებენ ხოლმე ქართული ბანდები.

ეს გახვეტილი კრიმინალი ავტორიტეტები, როგორც ჩანს, დღეს, რეალურად, იბრუნებენ “სამშობლოს”. შავი კატასტროფის წინაშე ისევ სასკოლო ასაკიდან დგანან ბავშვები, რადგან, ოცნების ხელისუფლების პირობებში, ამ უბედურების წინააღმდეგ აღარაფერი მუშაობს, – არც პოლიცია, არც სკოლა, არც ოჯახი, არც კულტურა, არც მედია, არც ეკლესია. მათ ისევ არ სჯიან, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მალე ისინი დაგვსჯიან ჩვენ ყველას”- წერს ბექა მინდიაშვილ საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე.

banner
წინა სტატიაშისექსუალური ძალადობა 16 წლის გოგოზე – ოჯახი მოძალადის უმკაცრესად დასჯას ითხოვს
შემდეგი სტატია“მე ვარ ნასამართლევი,მაგრამ კრიმინალი არ მგონია ჩემი თავი“ – ქვარაია კახიძეს