“ეს გააგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს დეგრადაციის პროცესს“- გოცირიძე საკონისტიტუციოში

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ევა გოცირიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე წარდგენას ოპოზიცია ეხმაურება. საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ გოცირიძის მოსამართლედ დანიშვნა, საკონსტიტუციო სასამართლოს „დეგრადაციის პროცესს“ გააგრძელებს.

„მან საზოგადოებას თავი დაამახსოვრა სწორედ კონსტიტუციური, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საწინააღმდეგო გამონათქვამებით, როდესაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე ის მხარს უჭერდა საქართველოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. ეს გააგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს დეგრადაციის პროცესს,“ – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

banner
წინა სტატიაში“საქართველო მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს “ახალი აბრეშუმის გზის” ე.წ. შუა დერეფნის განვითარებაში”
შემდეგი სტატიაწულუკიანს და გომელაურს პარლამენტში იბარებენ