“ეს ის ექსპერტები არიან, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპს აბრალებენ, რომ ის არის რუსეთის აგენტი” – თარხან მოურავი სენატის ანგარიშზე

”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი აშშ-ს სენატის მიერ მომზადებულ ანგარიშს ეხმაურება. თარხან მოურავი აცხადებს, რომ ანგარიში იმ ექსპერტებმა მოამზადეს, რომლებსაც საქართველოში სტუმრობის დროს გიგა ბოკერია მასპინძლობდა:
“ეს ის ექსპერტები არიან, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპს აბრალებენ, რომ ის არის რუსეთის აგენტი და პრორუსული კაცი. ეს ის ექსპერტები არიან, ვინც შარშან სტუმრად იყვნენ საქართველოში და ბოკერია მასპინძლობდა მათ და სწორედ აქედან, რომ წაბრძანდნენ, გიგა ბოკერიას აგიტაციის შემდეგ, ანგარიშში ჩაწერეს, რომ “ობიექტივი” ტელევიზია არის თურმე პრორუსული ტელევიზია და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” არის პრორუსული პარტია. ეს არის ჩვეულებრივი სიცრუე,“ – განაცხადა დავით თარხან მოურავმა.

banner
წინა სტატიაშიმთავარია, რომ დაველოდოთ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისგან და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ კომენტარები
შემდეგი სტატიადაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდება – “ამსახველი ვიდეო არ არსებობს”