ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა- თამარ კეკენაძე სტოლტენბერგის განცხადებაზე

,,სამწუხაროა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს პირველად არ ჰქონდა შესაძლებლობა, ოქტომბრის ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ყოფილიყო ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების ნაწილი, რომელშიც განისაზღვრა, ნატოს შავი ზღვის რეგიონში სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ყოფნის მოდალობები. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა არის სწორედ ის ფორმატი, რომლის ჩატარებაც ასეთ დროს უნდა იქნას მოთხოვნილი“- განაცხადა თამარ კეკენაძემ.

,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი განმარტავს, რომ ნატო-ს გადაწყვეტილება გააძლიეროს საკუთარი წევრები აღმოსავლეთ ევროპაში და გაზარდოს სამხედრო ყოფნა შავ ზღვაში არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც რეგიონის, ასევე საქართველოს უსაფრთხოებისათვის. იგი აცხდებს, რომ ეს არის მკაფიო სიგნალი იმისა, რომ ნატო მზად არის დაიცვას საკუთარი წევრები და პარტნიორები.

,,ამ რელობაში, უაღრესად მნიშვლეოვანია, თუ რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება იმისათვის, რომ საქართველო სრულყოფილად იყოს ჩართული ამ პროცესებში და პროაქტიულად შესთავაზოს ჩვენს პარტნიორებს კონკრეტული შესაძლებლობები და მექანიზმები, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ნატოს ყოფნას საქართველოში“, – განმარავს თამარ კეკენაძე და აქვე იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება დროულად წარმოადგენს იმ სტრატეგიას, რომლითაც, ქვეყანა მოემზადება შემდეგი ნატოს სამიტისთვის – ,,იმედი მაქვს ხელისუფლება უახლოეს პერიოდში გაგვაცნობს თუ რა სტრატეგიით ემზადება ქვეყანა ნატოს შემდეგი სამიტისთვის და რა კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე“, განაცხადა თამარ კეკენაძემ.

banner
წინა სტატიაშისარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თურქულმა მხარემ მოძრაობა ნაწილობრივ აღადგინა
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი : თუ რუსეთი ოკუპანტი არ არის, მაშინ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსი არ არის