„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი დანიაში საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ევროპულ ქვეყნებში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების მეთოდებზე ამახვილებს ყურადღებას.
დეპუტატის თქმით, დასავლეთი პარტნიორების მხრიდან ძალადობას ამართლებს, საქართველოს პოლიციის სამართლებრივ მოქმედებებს კი უსაფუძვლოდ აკრიტიკებს:
„დანიაში მშვიდობიან მომიტინგეებს შუა ქუჩაში ხელკეტებითა და ძაღლებით გაუსწორდნენ, რაც რატომღაც ბრიუსელისთვის და დანიის ხელისუფლებისთვის სრულად მისაღები აღმოჩნდა“.
„როდესაც საქართველოში მომიტინგეები პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებით“ წვავდნენ, ადმინისტრაციულ შენობებს უტევდნენ და არბევდნენ, მაშინდელი აქციის დაშლა ბრიუსელისთვის მიუღებელი იყო. ჩვენ როდესაც რბილი ფორმითა და კანონის დაცვით ვახდენთ აქციის დაშლას, ეს რატომღაც არ მოსწონთ“.
ჭეიშვილის შეფასებით, ევროკავშირის ელჩებისა და მაღალჩინოსნების დუმილი კონკრეტულ მითითებებს უკავშირდება: „ან ისაა, რომ ევროკავშირის შემავალი ქვეყნები არიან და შესაბამისად დავალება აქვთ ეგეთი, ანუ კომენტარს და განცხადებას ვერ აკეთებენ — ეს „დიფ -სთეითის“ (Deep State) გავლენაა“.















