ეს დიაგნოზია, თუ ქართველი ხალხი სალომე ზურაბიშვილს აირჩევს – კახა კუკავა

ეს დიაგნოზია, თუ ქართველი ხალხი სალომე ზურაბიშვილს აირჩევს, ის იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი უარს ამბობს ნორმალურ სახელმწიფოზე- ეს განცხადება, “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ გააკეთა.

კუკავა პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან მუხათგვერდის სასაფლაოზე გააკეთა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.

“სალომე ზურაბიშვილის გარდა, ყველა ოპოზიციური პარტიის პოზიცია იყო ასეთი, რომ სანამ რუსული ტანკები არიან საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენ ვწყვეტთ ხელისუფლების კრიტიკას. სამწუხაროა, მაგრამ ეს პირველად არ ხდება სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიაში, თვითონ, მისი ოჯახი 91 წლის ცნობილი მოვლენების დროსაც საუბრობდა, რომ გამსახურდია აფხაზების და ოსების გენოციდს ახორციელებს და არ ცნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა. საქართველოს დადანაშაულება რუსეთთან მიმართებაში საჯაროდ, განსაკუთრებით იმ პირის მხრიდან ვისაც პრეზიდენტობა სურს, ამას ემოციურის და მეცნიერულის გარდა, აქვს თავისი პოლიტიკური დატვირთვა, რასაც წესით უნდა აცნობიერებდეს ზურაბიშვილი. ეს დიაგნოზია, თუ ქართველი ხალხი სალომე ზურაბიშვილს აირჩევს, ის იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი უარს ამბობს ნორმალურ სახელმწიფოზე,”-განაცხადა კახა კუკავამ.

banner
წინა სტატიაშიგენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნილია – ბრიფინგი შსს-ში
შემდეგი სტატიაადვოკატი – საზოგადოებამ შეაფასოს, რამდენად ლოგიკურია, გიორგი ჭანტურიას სახლში ორჯერ ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, ამავე სახლში იპოვონ ავტომატები, ვაზნები და მჭიდები