საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
_ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა ნაციონალური მოძრაობა?
მე ილუზია არ მქონდა, რომ შევარდნაძე და კორუმპირებული ისტებლიშმენტი რევოლუციის გარეშე დათმობდნენ ხელისუფლებას. უკვე ჩასაფრებული იყვნენ პატარკაციშვილი და ივანიშვილი. თვითონ შევარდნაძის ოჯახის შემცვლელად სურდა გია ჭანტურია (საქ. ნავთობის უფროსი), მაგრამ მას შემდეგ რაც მათ არჩევნები გაგვიყალბეს, როგორც მოსალოდნელი იყო, რევოლუციურმა სცენარმა ჩაშალა მათი გეგმები, მაგრამ ამისთვის, ეს წინააღმდეგობის მოძრაობა მოსამზადებელია და არა იმის ძახილი, რომ თავისით რაღაც მოხდება. ამას სჭირდება ხალხი სტრატეგიული ხედვით და დიდი გამბედაობით.

















