“ეს დაკავშირებულია იმასთან, თითქოს, შეზარხოშებული მთლად, ადეკვატურად არ ვიქცევი”

ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი მის წინააღმდეგ არსებულ ფარულ მასალებთან დაკავშირებით, დამატებით დეტალებზე საუბრობს.

“ეს დაკავშირებულია იმასთან, თითქოს, შეზარხოშებული რაღაც სიტყვებს ვხმარობ და მთლად, ადეკვატურად არ ვიქცევი. ეს არ არის ინტიმური ცხოვრების კადრებთან დაკავშირებული. ფოტომასალები. არ ვიცი ზუსტად რასთან იქნება დაკავშირებული, ყოველ შემთხვევაში, რაიმე მაკომპრომეტირებელი ბუნებაში არ არსებობს”, – განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.

გიორგი პაპუაშვილმა ფარული ჩანაწერების შესაძლო გამოქვეყნებასა და ამ პროცესში წულუკიანის მონაწილეობის შესახებ რამდენიმე დღის წინათ, “კურიერის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიალექსი პეტრიაშვილს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ
შემდეგი სტატიალევან მექვაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს