ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას – სულხან სალაძე

საქართველოს პრეზიდენტს მაუწყებლის შესახებ კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზღუდავს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიასაშუალებების განვითარებას და აზიანებს მედიაგარემოს.
„ვეტოს გამოყენების შემთხვევაში და მოტივირებული შენიშვნების საფუძველზე გარკვეულ მუხლებთან მიმართებაში, პარლამენტი თუკი კიდევ ერთხელ მიუბრუნდება ამ საკითხს და იმსჯელებს ამ თემაზე, ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებით, რომ თავად ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას. აუცილებელია, რომ იმ კატეგორიის და იმ ფორმის ცვლილებები მივიღოთ მაუწყებლის შესახებ კანონში, რომელიც არ დააზარალებს ერთის მხრივ, კერძო მაუწყებლებს და მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეალურ დამოუკიდებლობას,“ – განაცხადა “საიას” თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგელოვანის გამზირზე მიკროავტობუსი დაიწვა
შემდეგი სტატიაგლდანში შემოწმების მიზნით გაჩერებული ავტომანქანის მძღოლი გაიქცა – მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები