“ეს ცხადია არის გაყალბება და მეორე ტურში ჩვენ ამას არ დავუშვებთ”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა რურუა მმართველ გუნდს სიების გაყალბებაში ადანაშაულებს.
„ბოლო პერიოდში მთაწმინდაზე დამატებულია 8 ათასამდე ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობს არც ერთ მისამართზე. ესენი არიან მხოლოდ ის ხალხი, ვინც 2016 წელს დაამატეს სიაში. ადამიანები, რომლებიც წლებია, წასულები არიან საზღვარგარეთ. გარდაცვლილები, ვინც 2 წელია, გარდაცვლილები არიან, დაამატეს სიაში და ასევე სრულიად დაუდგენელი პირები, რომლებიც ჩაამატეს სიაში 2016 წელს. ეს სია, რომელიც ბოლო ხანებში დაემატა საარჩევნო სიაში, ბევრი მათგანის იდენტობა შესაძლოა, გამოყენებულ იქნა ჩემი ოპონენტის სასარგებლოდ. ეს ცხადია არის გაყალბება და მეორე ტურში ჩვენ ამას არ დავუშვებთ,“ – განაცხად ნიკა რურუამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი: ცენტრი უკანონო მიგრაციის შემთხვევების გამოვლენას და აღკვეთას შეუწყობს ხელს
შემდეგი სტატია”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” მხარდამჭერებს მოუწოდებს, მეორე ტურში მხარი დაუჭირონ არა პარტიებს, არამედ ცალკეულ ადამიანებს