“ეს ჩვეულებრივი წერილია”, – ეკა ბესელია პოლიტპატიმართა ე.წ. უცნობი სიის შესახებ

ე.წ. უცნობი სიის შესახებ კომენტარი გააკეთა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, ეს არ არის უცნობი სია, ის არის საჯარო ინფომრაცია და პროკურატურისთვის არის რიგითი რეკომენდაცია, სადაც კომიტეტი ითხოვს, კონრკეტული პირების შემთხვევაში მოხდეს საქმის ხელახალი გამოძიება.

„ეს ჩვეულებირივ წერილია, რომელიც 100-ჯერ მაქვს ნახსენები,“ – აღნიშნავს ბესელია.

31 პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულთა სია პრესაში გამოქვეყნდა. მასში ყოფილი თანამდებობის პირები და შევარდნაძის მთავრობის წევრები მოხვდნენ. მათ შორის არიან ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია და კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი.

ამ პირთა საქმეების გადახედვას პარლამენტარების ნაწილი 2014 წელს ითხოვდა. ამ ინიციატივას მხარს უჭერდა ადამიანის უფლებათა დაცვის მაშინდელი კომიტეტი, მათ შორის ეკა ბესელია. გაზეთ ქორნიკა +-ში სიასთან ერთად გამოქვეყნდა ადამიანის უფლებადა დაცვის კომიტეტის რეკომენდაციაც, რომელიც იმდროინდელ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს გადაეგზავნა.

კომიტეტი ითხოვდა ამ 31 პიროვნების სისხლის სამართლის საქმეების ხელახალ გამოძიებას, ვინაიდან, წერილის ავტორთა თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში შესაძლოა გამოძიების პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

banner
წინა სტატიაში„პორნო საიტები ბავშვებისთვის უნდა აიკრძალოს, მოზარდებისთვის კი – ფასიანი გახდეს“, – დიმიტრი ხუნდაძე
შემდეგი სტატიატყიბულში გაფიცული მაღაროელების ნაწილმა მუშაობა განაახლა