„ეს ჩვენი პოლიტიკური კრიზისები, რაც არის, არ არის რეალურად კრიზისი” – გიორგი ქობულია

ახალ ჩანაწერებს, სადაც ისევ მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ასახული, ეკონომიკის მინისტრი ეხმაურება.

გიორგი ქობულია ამბობს, რომ მსგავს ინფორმაციაზე საზოგადოება იმიტომ რეაგირებს, რომ ხალხს უჭირს. მისი თქმით, ქვეყანაში რეალური პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს.

„ეს ჩვენი პოლიტიკური კრიზისები, რაც არის, არ არის რეალურად კრიზისი.

ეს არის ყველაფერი ამოწოვილია და ეს არამარტო იმისთვის კეთდება, რომ არჩევნებია. ამის ძირითადი საფუძვლები ფუნდამენტური პრობლემა, არის ჩვენი ხალხის გასაჭირი. ამიტომ, როცა ხალხს უჭირს, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებაა. ეს უკმაყოფილება სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. ასეთი ტიპის ვითომ კრიზისები რომ გავასწოროთ, ამის ერთადერთი გზა არის ეკონომიკის გაძლიერება და ხალხის კეთილდღეობის ამაღლება.

“აბა გადახედეთ ესეთი რაღაცეები ხდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჰოლანდია, საფრანგეთი, ავსტრია, შვეიცარია – არა, იმიტომ რომ ხალხს არ უჭირს და ასეთ რაღაცეებს არ გამოეკიდება,“-ამბობს გიორგი ქობულია.

banner
წინა სტატიაშიჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა – კახიშვილის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატია“ენმ-ის სურვილია, რომ სწორედ წინასაარჩევნოდ სიტუაციის დესტაბილიზაცია მოხდეს” – დავით მათიკაშვილი მორიგ ჩანაწერებს ეხმაურება