„ეს ჩემზე არ მოქმედებს, გავაგრძელებ ბრძოლას“ – ეკა ბესელია ფარული კადრების გავცრელების საქმეზე 16 პირის დაკავებას გამოეხმაურა

ფარული კადრების გავრცელების საქმე – სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, იგი დღეს გამოძიების შედეგებს გაეცნობა, რადგან საუბარია სწორედ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე. მისი თქმით, მომხდარია მიზანია მისი დაშინება, მაგრამ ეს მიზანი ვერ მიიღწევა:

„დღეს მექნება შეხვედრა გამოძიებასთან, ეს არის ინფორმაციის მოწოდების მიზნით, ეს არის ის ფორმა და მეთოდი რომელიც მიიჩნევა როგორც ყველაზე სამარცხვინო, მდაბიო ბრძოლის ფორმა ოპონენტებთან, ამ ფორმასთან ბრძოლა საჭიროა. მძიმე დანაშაულში გადავიდა ეს მუხლი, ყველაზე მკაცრად ისჯება რეალიზაცია, გავრცელება. ეს არის ის ფორმა დანაშაულის, რომელიც ადამიანისთვის არის მორალური ტერორის თვალსაზრისით სახიფათო და საჭიროა სხვათა დასაცავად რეაგირება, ეს ჩემზე არ მოქმედებს, მორალურად და შინაგანად მზად ვიყავი, გავაგრძელებ ბრძოლას. მიზანი იყო ჩემი შეჩერება, მაგრამ ეს მიზანი ვერ მიიღწევა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიფარული ჩანაწერების გავრცელებაზე შესაძლოა კანონი გამკაცრდეს – მათიკაშვილი
შემდეგი სტატიაქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით ჩანაცვლებას ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ