ეს ბრძოლა იმდენად დიდი უპირატესობით არის წარმართული შენს მიერ პირველ რიგში მიშა, რომ შეუძლებელია ვერ გავიმარჯვოთ – მელია სააკაშვილს

მელია სააკაშვილი

ენმ-ს ლიდერი “მთავარი არხის” ეთერიდან მესამე პრეზიდენტს მიმართავს. ნიკა მელიამ განცხადება მას შემდგ გააკეთა, რაც რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია გამოვიდა და იმ ვითარებაზე ისაუბრა, რომელშიც ახალ მესამე პრეზიდენტია და აღწერა, რა ვითარებაში წაიყვანეს ის გორის ჰოსპიტალიდან რუსთავში:

“მინდა დავარწმუნო იმაში, რაშიც იგი ძალიან მაგრად არის დარწმუნებული. ეს ბრძოლა იმდენად დიდი უპირატესობით არის წარმართული ჩვენს მიერ, შენს მიერ პირველ რიგში მიშა, რომ შეუძლებელია მორალური და ისტორიული სიმართლის თვალსაზრისით ასეთი უპირატესობა გვქონდეს და ვერ გავიმარჯვოთ დამაჯერებლად ხალხის საკეთილდღეოდ.

ეს ყველაფერი არის მცირე დროის საკითხი, ისტორიული გამარჯვება რომ არ მოდის დიდი ძალისხმევისა და თუნდაც მარტვილობის ხარჯზე, ეს შენ ჩემზე კარგად იცი და დარწმუნებულ ვარ, მალე ჩვენ ისტორიულ უსამართლობას დავასრულებთ ამ ქვეყანაში, შენი ტყვეობაში ყოფნის სახით და არა მხოლოდ” განაცხადა ნიკა მელიამ “დღის სტუმრის” ეთერში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან ყალბი დიაგნოზით არის გამოწერილი – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიათიბისი და მეამა მომხმარებელს “ქართული ქსოვილის” პროექტის ფარგლებში მორიგ სიახლეს შესთავაზებს