ეს ბრალდებები პოლიტიკურია და გამოგონილია იმისთვის, რომ გაანადგურონ ეს ადამიანები

ამ დრომდე უცნობია როდის გაიმართება კიევის სააპელაციო სასამართლოში რუსეთის მოთხოვნით დაკავებული ქართველი მებრძოლის, გიორგი ცერცავაძის სააპელციო პოცესი. ადვოკატის განცხადებით, ცერცავაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„თუკი მას გადასცემენ რუსეთის ფედერაციას, ის არ უნდა ელოდოს სამართლიან სასამართლოს. უფრო მეტიც, ჩვენ ვშიშობთ, რომ თუკი გიას გადასცემენ რუსეთს, მას ან სასტიკად აწამებენ, ან საერთოდ გააქრობენ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ბრალდებები პოლიტიკურია და გამოგონილია იმისთვის, რომ გაანადგურონ ის ადამიანები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდნენ. ეს ამბავი საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რადგან ეს ნონსენსია, რადგან 3 წელია რუსეთთან ომი მიმდინარეობს, ჩვენ კი ვასრულებთ რუსეთის მოთხოვნას მოქალაქეზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას იცავს,“ – აცხადებს გიორგი ცერცავაძის ადვოკატი, ქსენია პროკონოვა.

დაცვის მხარის აზრით, გია ცერცვაძე რუსეთის „ბოლშევიკური წყობისთვის” მტერია და მისი გადაცემა მორალური თავლსაზრისით გაუმართლებელია.

banner
წინა სტატიაშიშსს უკრაინაში დაკავებულ ქართველ ჯარისკაცზე განმარტებას აკეთებს – უწყებაში ბრალდებებს უარყოფენ
შემდეგი სტატიასაქართველოს ხელისუფლება არის რუსეთის სპეცსამსახურების დაქვემდებარებაში