ეს ბოდვები შეუძლიათ, ივანიშვილს ძილის წინ მოუყვნენ – სუს-ის ბრიფინგზე

“ეს ბოდვები შეუძლიათ, ბიძინა ივანიშვილს ძილის წინ მოუყვნენ”, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი, “ხელისუფლების დამხობის გეგმის” შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ საგანგებო ბრიფინგს.

“მათ ძალიან ეშინიათ. ცდილობენ, თითქოსდა ადამიანები დაზაფრონ, რომ იქ თურმე ვინმე რაღაცას აპირებს. მათ ცხადია, ანერვიულებთ ყველა ის აქცია, რომელსაც მართავს ოპოზიცია, იმიტომ, რომ ეს არის მძლავრი აქციები, რომელიც იზრდება. შესაბამისად, სხვა არაფერი დარჩენიათ გადა იმისა, რომ რაღაც ჭორები მოყვნენ, რასაც მტკიცებულებები არ მოყვება.

ძალიან მარტივად უნდა გაიგოს საზოგადოებამ როცა ადამიანის მკვლელობა იგეგმება, ვიღაც გეგმას და ამ ვიღაცას რომ არ ასახელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ნიშნავს, რომ არსებობს. რომ არსებობდეს, აუცილებლად დღესვე მოგვიყვებოდნენ, ხომ არ დაელოდებიან ადამიანის ტრაგიკულ შემთხვევას. შესაბამისად ეს ბოდვები შეუძლიათ, ბიძინა ივანიშვილს ძილის წინ მოუყვნენ”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანე წაჩხურისა და ბალდის მონასტერში სპეცოპერაციის ჩატარებას გეგმავს
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 942 ადამიანი აიცრა