ეს ბიუჯეტი იმეორებს იმ შეცდომებს, რაც იყო ლარის გაუფასურების ერთ-ერთი წყარო – გოცირიძე

პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტს განხილვას იწყებს. ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს ფინანსთა მინისტრი წარადგენს. დიმიტრი ქუმსიშვილი დეპუტატებს უკვე გადამუშავებულ ვარიანტს გააცნობს. ბიუჯეტის პროექტი 12 მილიარდ 403 მილიონი ლარით განისაზღვრა და თანხა ძირითადად სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება. ოპოზიცია დოკუმენტს მხარს არ უჭერს.

„წარმოდგენილი ბიუჯეტი არაფერით განსხავდება იმ ვარიანტისგან, რასაც ვიხილავდით ერთი თვის წინ. ბიუჯეტი 38 მილიონით გაზრდილია. ამბობდნენ, რომ ფული არ არის, მაგრამ გამოძებნეს და ის დაწვრილმანებით გადანაწილდა სხვადასხვა მიმართულებით. ყველამ იცის, რომ პენსია არ მატულობს. ბოლო ორი წლის განმავლობაშიც არ მოუმატია. თუნდაც, რომ ჩაწერონ 10, ან 20 ლარი, ეს მაინც იქნება იმის გარანტია, რომ 2019 წელს მაინც გაიზრდება პენსია. ამასაც კი არ აკეთებენ და როგორც ჩანს, საერთოდ არ აინტერესებთ პენსიების ზრდა და მომავალ არჩევნებამდე დაივიწყეს ხალხი. ეს არის დაუბალანსებელი ბიუჯეტი და იმეორებს იმ შეცდომებს, რაც იყო ლარის გაუფასურების ერთ–ერთი წყარო. ეს ბიუჯეტი, ვერ შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ გაუმჯობესებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში2018 წლის ბიუჯეტში პენსიის ზრდის რესურსი არ არის – კაკაურიძე
შემდეგი სტატია“მანდ არ ჩამომესვლება. სამუდამოს მომისჯიან” – წერილი, რომელიც დაკარგული სამხედროს ოჯახმა მიიღო