“ეს ბინძური პროვოკაცია არ გაუვათ” – თალაკვაძე “ომეგა ჯგუფის” სარჩელზე

უმრავლესობის ლიდერი თალაკვაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ლონდონის სასამართლოში ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ბინძურ პროვოკაციას უწოდებს და ამბობს, რომ ოპონენტებს “არ გაუვათ”.

საუბარია “ომეგა ჯგუფის” სარჩელზე, რომლითაც კომპანიამ ლონდონის სასამართლოს მიმართა. როგორც კომპანიის ბრიტანელმა ადვოკატმა განაცხადა, ლონდონის სასამართლოს წინაშე თავის მართლება, ივანიშვილთან ერთად, გიორგი გახარიას, დიმიტრი ქუმსიშვილს, ნოდარ ხადურს, ლევან ყიფიანსა და ანზორ ჩუბინიძეს მოუწევთ.

საქმე ეხება აუდიოჩანაწერებს, საიდანაც ირკვევა, რომ “ომეგა ჯგუფს” წილების გადანაწილებასა და თანხების ე.წ. ფონდში ჩარიცხვას სთხოვდნენ. ჩანაწერში ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.

​აუდიოჩანაწერის მიხედვით, თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი, “ქართულ ოცნებაში” მიდიოდა.

გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიება დაწყებულია, ჯერჯერობით მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
შემდეგი სტატიასაბავშვო ბაღებში კარაქის ნაცვლად იაფფასიანი სპრედის შეტანის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს