“ეს ბიძინა ივანიშვილის პირადი ფულია”-კახა კალაძე მთაწმინდის პროექტზე

მთაწმინდის ფერდობზე დაავადებული ხეების ჩანაცვლებისთვის ბიძინა ივანიშვილი 15 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქში ფიჭვების დიდი ნაწილი დაავადებულია და საფრთხის შემცველია ჯანსაღი ხეებისთვის.

„მერიამ დაიწყო პროექტი და დაავადებულ ფიჭვებს ვჭრით, მაგრამ პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ სამწუხაროდ, დაავადება გადამდები და დამაზიანებელია ჯანსაღი ხეებისთვის. შესაბამისად, ჩვენ დაწყებული გვაქვს სხვადასხვა უბანში მოჭრითი სამუშაოები. მთაწმინდისა და კუს ტბის ტერიტორიაზე სერიოზული პრობლემაა. ნამდვილად მისასალმებელია, რომ მათი ჩანაცვლება მოხდება. ამაზე დაახლოებით 15 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებენ. არაერთხელ მოვუწოდეთ ბიზნესს აქტიურობისკენ, რადგან ეს არ არის მხოლოდ მერიის პრობლემა. ეს ბიძინა ივანიშვილის პირადი ფულია. დაახლოებით 15 მილიონი ლარის პროექტი იქნება. დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი პროექტი იქნება და მთაწმინდის ფერდობი გალამაზდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თბილისში, მთაწმინდის ფერდის გამწვანების მიზნით უნიკალური პროექტი განხორციელდება.

banner
წინა სტატიაში“კარასინის შეხვედრაზე ახალგორთან ჩაკეტილი გადასასვლელისა და გამწვავებული ჰუმანიტარული მდგომარეობის საკითხი განიხილება”
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლა სიცოცხლის რისკთან იყო დაკავშირებული-ზოიძე