ეს არქაული თვითგვემის ფორმაა, რომელიც პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის – იოსელიანი შიმშილობაზე

“ჩემი აზრით, ეს შედარება აბსოლუტურად უადგილოა. საქართველო არ არის ოკუპირებული სხვა ქვეყნის მიერ, შესაბამისად, ის კონტექსტი, სადაც მაჰათმა განდი შიმშილობდა და დღევანდელი, ერთმანეთისგან განსხვავდება. მიდგომა, რომ მე თავი უნდა დავიზიანო, ოღონდ შენ იყავი კარგად, თანამედროვე პოლიტიკაში დიდი ხანია მიუღებელია. შიმშილობა, როგორც პროტესტის ფორმა დიდი ხანია ევროპაში აღარ გამოიყენება. მით უფრო, როცა პოლიტიკურ პარტიას, ვინც შიმშილობას მიმართავს, ყველა ინსტრუმენტი აქვს, მათ შორის, საკუთარი მედია, რომ თავის საპროტესტო მოსაზრება მიიტანოს საკუთარ ამომრჩევლამდე. ეს არქაული თვითგვემის ფორმაა, რომელიც პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის. ამას ვერანაირი შედეგი ვერ მოჰყვება, შიმშილობის გამო ციხის კარი არ გაიღება და ვერავინ ციხიდან ვერ გამოვა ვინც არ უნდა იყოს ეს პატიმარი“, – ამის შესახებ “მოქალაქეების” დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა “ნაციონალური მოძრაობის” მასობრივი შიმშილობის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

banner
წინა სტატიაში24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12 351 ადამიანი აიცრა
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი – ბევრ ლიდერს სურს, ჩაერთოს შიმშილობის აქციაში, მაგრამ ზოგიერთს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს