რომან გოცირიძე: “ეს არის ზეწოლა საზოგადოებაზე და ბიზნესის დამცირება”

gociridzeენმ-ის წარმომადგენელი, რომან გოცირიძე, ეკონომიკურ ფორუმზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ბიზნესზე ზეწოლად და შეურაცხყოფად აფასებს.

როგორც რომან გოცირიძემ “კურიერის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, “ბიზნესთან ურთიერთობაში შეცდომები ადრეც იყო, მაგრამ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რომელიც შევარდნაძის დროსაც კი არ მომხდარა”.

“ეს ფორუმი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი სახე. ეს არის ზეწოლა საზოგადოებაზე, ბიზნესზე, ბიზნესის დამცირება, ბიზნესმენების დატუქსვა და მოწოდება იქითკენ, რომ მათ რეალურად შეასრულონ “ქართული ოცნების” ბიზნესკოორდინატორის როლი და საარჩევნოდ მიუტანონ მმართველ გუნდს ხმები. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. შევარდნაძის დროსაც კი არ ყოფილა პრეცედენტი, რომ პირდაპირი ეთერით ბიზნესი ზეწოლით ჩაერთოთ საარჩევნო პროცესში. ჩვენ ვნახეთ ფეოდალური მმართველობის ფორმა, თითქოსდა ვართ შუასაუკუნეებში, ზის სენიორი, ფეოდალი და თავის ვასალებს იბარებს და პირდაპირ აძლევს დავალებებს,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშისტამბულში სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის გამო ევაკუაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაერდოღანის ქალიშვილი დასავლეთს აკრიტიკებს