ეს არის უკვე სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი კაცის მოქმედება – ხაზარაძე

ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს ჩვენი უსამართლო სასამართლო, იქნება ძალიან სერიოზულად გაპროტესტებული – ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერი მამუკა ხაზარაძე გიგი უგულავას დაკავებას.

,,გაჟღერდა ივანიშვილის პირადი ადვოკატისა და პირადი პროკურორის მიერ გამოტანილი სასჯელი – რომელიც ახლა უკვე მოსამართლის ამპლუაში მოგვევლინა. ეს არის აბსოლუტურად ამოვარდნილი ყველა სამართლებრივი ჩარჩოდან. მემგონი, ეს არის უკვე სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი კაცის მოქმედება – ბიძინა ივანიშვილი მყავს მხედველობაში. შესაბამისად, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს ჩვენი უსამართლო სასამართლო, იქნება ძალიან სერიოზულად გაპროტესტებული. მე ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკა მას არსად არ მიიყვანს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც თბილისის რუსოფობიური კამპანია შეწყდება
შემდეგი სტატიადიახ, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია – თინა ხიდაშელი